“ქართული მარშის“ წარმომადგენლები კინოთეატრ “ამირანში“ შესვლას ცდილობენ
“ქართული მარშის“ წარმომადგენლები კინოთეატრ “ამირანში“ შესვლას ცდილობენ

A+ A-

18:43 08/11/2019

“ქართული მარშის“ წარმომადგენლები, რომლებიც ვერის პარკში იყვნენ შეკრებილი, კინოთეატრ „ამირანისკენ“ დაიძრნენ და ცდილობენ, კინოთეატრში შევიდნენ. 

ისინი კინოთეატრთნ სტვენითა და შეძახილებით „გაუმარჯოს საქართველოს“ მივიდნენ.

„ამირანთან“ მივიდა ერთ-ერთი სასულიერო პირიც, რომლის თქმითაც, ფილმთან „და ჩვენ ვიცეკვეთ“ დაკავშირებით საკუთარი პროტესტი უკვე გამოხატა იმით, რომ „ამირანთან“ მივიდა, უშუალოდ კინოთეატრში შესვლას და ფილმის ჩვენების ჩაშლას კი არ აპირებს.

აღსანიშნავია, რომ „ამირანთან“ პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობაა მობილიზებული.