“ამირანში“ “და ჩვენ ვიცეკვეთ“ კინოჩვენება დაიწყო
“ამირანში“ “და ჩვენ ვიცეკვეთ“ კინოჩვენება დაიწყო

A+ A-

19:55 08/11/2019

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ პირველი ქართული გეი ფილმი ამ წუთებში კინოთეატრ ამირანში დაიწყო. 

მიუხედავად საკმაოდ დაძაბული აქციისა და ხალხის გაღიზიანებისა ჩვენება მაინც გაიმართა.  

ცნობისთვის, ფილმების ჩვენება 8-9-10 ნოემბერს გაიმართება. სეანსები 19:30 საათიდან დაიწყება და გვიან ღამემდე გაგრძელდება. პარალელურად, „ქართული მარშის“ წარმომადგენლები აპირებენ, რომ არ დაუშვან ფილმის ჩვენება. ისინი კინოთეატრების ბლოკირებას აპირებენ.

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) კანის კინოფესტივალის ერთ-ერთ საკონკურსო სექციაში Director’s Fortnight, 25 ფილმს შორის მოხვდა. სიუჟეტი ახალგაზრდა მოცეკვავის შესახებ გვიყვება, რომლის ცხოვრებაც რადიკალურად მას შემდეგ იცვლება, რაც ამბიციური მეტოქე უყვარდება. ფილმის ავტორი ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორი ლევან აკინია.