საუკეთესო მსახიობი ქალი – სალომე დემურია, საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – ლევან გელბახიანი - მინსკი ქართულმა კინომ დაიპყრო
საუკეთესო მსახიობი ქალი – სალომე დემურია, საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – ლევან გელბახიანი - მინსკი ქართულმა კინომ დაიპყრო

A+ A-

22:27 08/11/2019

სულ რამდენიმე წუთის წინ მინსკი ქართულმა კინომ დაიპყრო! – ამის შესახებ ეროვნული კინოცენტრი იუწყება.

ეროვნული კინოცენტრის ცნობით, კინოფესტივალზე LISTAPAD ქართველ კინემატოგრაფისტებს ოთხი ჯილდო გადაეცათ:

საუკეთესო სცენარი – დიმიტრი მამულიას ფილმი „ბოროტმოქმედი“;
საუკეთესო მსახიობი ქალი – სალომე დემურია დიმიტრი ცინცაძის ფილმისთვის „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“;
საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – ლევან გელბახიანი ლევან აკინის ფილმისთვის „და ჩვენ ვიცეკვეთ“;
საუკეთესო მუსიკა – დიმიტრი მამულიას ფილმი „ბოროტმოქმედი“;

ცნობისთვის, მინსკის რიგით ოცდამეხუთე საერთაშორისო კინოფესტივალზე ერთი კვირის განმავლობაში 50 ქვეყნიდან 154 ფილმი უჩვენეს.