სერგეი ლავროვი ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა
სერგეი ლავროვი ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა

A+ A-

13:32 09/11/2019

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 10-11 ნოემბერს ერევანს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

აღნიშნულ ინფორმაციას, სომხური მედია რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას ინფორმაციით, რუსი დიპლომატი სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს, ქვეყნის პრეზიდენტს არმენ სარქისიანს და სომეხ კოლეგას შეხვდება. შეხვედრების დროს, ორმხრივ ურთიერთობებსა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.

მხარეები ასევე შეეხებიან რეგიონული უსაფრთხოების თემებს და ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის საკითხს.