"და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენებაზე დასწრება ვინც გუშინ ვერ შეძლო, სეანსებზე დასწრებას დღეს შეძლებენ - კინოთეატრების ადმინისტრაცია
"და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენებაზე დასწრება ვინც გუშინ ვერ შეძლო, სეანსებზე დასწრებას დღეს შეძლებენ - კინოთეატრების ადმინისტრაცია

A+ A-

14:00 09/11/2019
კინოთეატრების მარკეტინგის დირექტორის გვანცა გარმელიას თქმით, მათ ვინც გუშინ თბილისის ცენტრში არსებული დაძაბული სიტუაციის გამო ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენებაზე დასწრება ვერ შეძლო, სეანსებზე დასწრება დღეს შეეძლებათ: "მათ ვისაც ბილეთი ჰქონდათ და ვერ მოახერხეს შემოსვლა, ასეთ ადამიანებს ვეპატიჟებით დღეს. დღევანდელი სეანსები ჩატარდება ისე, როგორც იყო დაგეგმილი. კინოთეატრ "ამირანის შემთხვევაში" 19:30 და 22:00 საათზე," - განაცხადა კინოთეატრების წარმომადგენელმა.
 
გვანცა გარმელიას თქმით, გუშინ მოხდა კინოთეატრის საკუთრების დაზიანება და მცირე ვანდალიზმის ფაქტები, თუმცა როგორც ის აცხადებს, ფილმის ჩვენებამ დარბაზში მყოფი მაყურებლებისთვის მშვიდ გარემოში ჩაიარა