საახალწლო განათებების მონტაჟის გამო რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება
საახალწლო განათებების მონტაჟის გამო რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

A+ A-

15:53 09/11/2019

თბილისის მერიის ინფორმაციით, საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება.

"დედაქალაქის მასშტაბით საახალწლო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს, 19:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება სიმონ კანდელაკის ქუჩაზე.

დღესვე 23:00 საათიდან 07:00 საათამდე, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება - ვახტანგ გორგასალის ქუჩაზე, პეტრე ბაგრატიონის მოედნიდან - გია გულუას მოედნამდე და თენგიზ შეშელიძის ქუჩაზე, დავით სარაჯიშვილის ქუჩის კვეთიდან - გიორგი მინდელის ხიდამდე.

სამუშაოებს ,,თბილსერვის ჯგუფი’’ ახორციელებს.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!" - აღნიშნულია განცხადებაში.