“ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ მშენებლობაზე 1 მილიარდ ევროზე მეტი დაიხარჯება, ეს უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედებაა“
“ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ მშენებლობაზე 1 მილიარდ ევროზე მეტი დაიხარჯება, ეს უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედებაა“

A+ A-

17:22 09/11/2019

საპარლამენტო ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ მშენებლობაზე ერთ მილიარდ ევროზე მეტი დაიხარჯება.

მდინარაძის თქმით, ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედება.

„ვერც ერთმა ადამიანმა, ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გაბედა ადრე, რომ გრძელვადიან პერსპექტივაზე გაეთვალა თავისი გეგმები. ეს პირველი გაბედა ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“, მაშინ როცა ამ მასშტაბის რეფორმა დაიწყო და კონკრეტულ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილმა ამ მასშტაბის ქველმოქმედება განახორციელა. ერთი მილიარდი ევრო დაიხარჯება იმაში, რომ ჩვენ შვილებს, ჩვენ მომავალ თაობებს ჰქონდეთ გაცილებით მაღალი ხარისხის განათლება, იყვნენ გაცილებით კომპეტენტური, ვიდრე ჩვენ ვართ, არ ჰქონდეთ პრობლემა დასაქმების და საქართველოში, ადგილზე მიიღონ ევროპული ხარისხის განათლება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ ფეისბუქგვერდზე დღეს გამოქვეყნდა ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და ,,ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ დამფუძნებლის, ეკატერინა ხვედელიძის ინტერვიუ. ინტერვიუში საუბარია, როგორ გაჩნდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეა, როგორი იქნება საუნივერსიტეტო ქალაქი და რით იქნება ის გამორჩეული.