ხარაგაულში მასწავლებელი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს
ხარაგაულში მასწავლებელი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს

A+ A-

19:34 11/11/2019

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მასწავლებელი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი საჯარო სკოლის მასწავლებელი უფროსკლასელ გოგონასთან სექსუალური აქტის დამყარებას ცდილობდა, რის გამოც 8 ნოემბერს დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზეა დაკავებული. მომხდარზე გამოძიება 141-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

აღნიშნული მუხლი 10-დან 13-წლამდე პატიმრობას გულისხმობს.