საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ კოდისწყაროს 2 მცხოვრები დააკავეს
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ კოდისწყაროს 2 მცხოვრები დააკავეს

A+ A-

23:50 11/11/2019

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ცოტა ხნის წინ კასპის მუნიიპალიტეტის სოფელ კოდისწყაროდან მწყემსები გაიტაცეს.

კასპის მერის წარმომადგენელის, ვლადიმერ გოჭოშვილის განუცხადებით, 50 წელს გადაცილებული მამაკაცები, ზურაბ ტუხიაშვილი და რამაზ ზაგიშვილი ქართველი სამართალდამცველების კონტროლორებად ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი მსხვილფეხა პირუტყვს მწყემსავდნენ.

ერთ-ერთმა მათგანმა ოჯახში დარეკვა შეძლო და უთხრა რომ ოკუპანტების ტყვეობაში აღმოჩნდნენ. კოდიაწყაროს ოკუპირებული სოფელი აბრევი ესაზღვრება, მერის წარმომადგენლის ვარაუდით მწყემსები თავდაპირველად სწორედ იქ გადაიყვანს.

საოკუპაციო ხაზთან განვითარებულ მოვლენებზე ხვალ ერგნეთში დაგეგმილი შეხვედარზე იმსჯელებენ.