დეპუტატებს კანონპროექტზე ხელი მოტყუებით მოაწერინეს - “2020NEWS“-მა “ოცნების“კულუარული დეტალები გაარკვია
დეპუტატებს კანონპროექტზე ხელი მოტყუებით მოაწერინეს - “2020NEWS“-მა “ოცნების“კულუარული დეტალები გაარკვია

A+ A-

15:16 14/11/2019

კონფიდენციალური წყარო მმართველი პარტიიდან “2020NEWS“ -ს აწვდის ინფორმაცის, რომლის მიხედვით ცნობილი ხდება, რომ კანონპროექტზე, რომელიც 2020 წლიდან მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ნულპროცენტიანი (ბუნებრივი) ბარიერის პირობებში ითვალისწინებს, დეპუტატთა ნაწილს ხელი მოტყუებით მოაწერინეს.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ხელმომწერ დეპუტატებს, რომლებიც აღნიშნულ ინიაციატივას არ იზიარებდნენ, უმრავლესობის ლიდერებმა უთხრეს, რომ არ არის აუცილებელი კანონპროექტისთვის მხარი დაეჭირათ.

“ჩემი ფრაქციის წევრები არიან, მაგალითად, ენზელ მკოიანი და კობა ლურსმანაშვილი. ამ ადამიანებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს აღნიშნულ ინიციატივას, უთხრეს, რომ არ არის აუცილებელი კანონპროექტს აუცილებლად მხარი დაუჭირონ. ფაქტობრივად, ინიციატივაზე ხელი მოტყუებით მოაწერინეს. აქედან გამდინარე, ადამიანებმა ამ კანონპროექტს მხარი აღარ დაუჭირეს“,- განაცხადა კონფიდენციალურმა წყარომ.

შეგახსენებთ, პარლამენტმა საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც 2020 წელს მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ნულპროცენტიანი (ბუნებრივი ბარიერის პირობებში ითვალისწინებდა, პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე