ცხინვალში დაკავებული ქართველი ექიმის გათავისუფლების მოთხოვნით საქართველოს ექიმთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ცხინვალში დაკავებული ქართველი ექიმის გათავისუფლების მოთხოვნით საქართველოს ექიმთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს

A+ A-

16:34 15/11/2019

ცხინვალში დაკავებული ქართველი ექიმის გათავისუფლების მოთხოვნით საქართველოს ექიმთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს და ცხინვალელ კოლეგებს დახმარების თხოვნით მიმართავს. 

„მივმართავთ ცხინვალის რეგიონის სამედიცინო პერსონალს - გააკეთეთ ყველაფერი კოლეგის - ვაჟა გაფრინდაშვილის გასანთავისუფლებლად, რომელიც უკანონოდ არის დაკავებული. ექიმის საქმიანობის ხელის შეშლა დაუშვებელია ნებისმიერ სიტუაციაში, მათ შორის საომარი მოქმედებების დროს“,- ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.

ორგანიზაციის წევრები ასევე მოუწოდებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელ პირებს, რომ გადადგან ქმედითი ნაბიჯები ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად.

„ასოციაციის ხელმძღვანელობა, ფინეთში, საერთაშორისო ფორუმზე იმყოფება და ყველა ღონეს ხმარობს, რათა აღნიშნული საკითხის მოგვარებაში საერთაშორისო სამედიცინო ორგანიზაციებიც ჩართოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.