ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე თამარ ჩუგოშვილს გია ვოლსკი ცვლის?
ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე თამარ ჩუგოშვილს გია ვოლსკი ცვლის?

A+ A-

17:04 16/11/2019

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე თამარ ჩუგოშვილი შესაძლოა, გია ვოლსკიმ შეცვალოს.

მეცხრე მოწვევის პარლამენტში, ამჟამად, გია ვოლსკის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერისა და ვიცე-სპიკერის პოსტი უკავია.

პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე გია ვოლსკის კანდიდატურა მოიაზრება.

იმ შემთხვევაში, თუ გია ვოლსკი პირველი ვიცე-სპიკერის პოსტს დაიკავებს, მას უფლება ექნება, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თანამდებობაც შეითავსოს, როგორც დღეს აქვს. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის პოსტი თამარ ჩუგოშვილს ეკავა, თუმცა მან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე მომზადებული კონსტიტუციური პროექტის ჩავარდნის გამო, პროტესტის ნიშნად, საპარლამენტო უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობა დატოვა.

თამარ ჩუგოშვილი პირველი ვიცე-სპიკერის უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით, ბიუროსთვის მიმართვას გეგმავს.

წყარო: პირველი არხი