სოფიო ქაცარავას ბენედიქტე (ბენო) ქაშაკაშვილი ჩაანაცვლებს
სოფიო ქაცარავას ბენედიქტე (ბენო) ქაშაკაშვილი ჩაანაცვლებს

A+ A-

17:26 16/11/2019

“ქართული ოცნების” საარჩევნო სიის მიხედვით, სოფიო ქაცარავას ადგილს პარლამენტში ამ სიაში 53-ე ნომრად ჩაწერილი ბენედიქტე (ბენო) ქაშაკაშვილი ჩაანაცვლებს.

შეგახსენებთ, სოფო ქაცარავამ პარლამენტის დატოვების შესახებ დღეს, 17 ნოემბერს განაცხადა. ამას წინ უძღოდა პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების გამო უმრავლესობის დატოვება სხვა დეპუტატებთან ერთად.

ცნობისთვის, ბენო ქაშაკაშვილი ყოფილი სპორტსმენი და მოქმედი ბიზნესმენია.