მაიდნის კასრები რად უნდათ? - ხათუნა ხოფერია პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე
მაიდნის კასრები რად უნდათ? - ხათუნა ხოფერია პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე

A+ A-

12:38 17/11/2019

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებსა და რკინის კასრების გამოჩენას საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ეს მაიდნის კასრები რად უნდათ? პოლიციას, ჩვენ შვილებს, უნდა გაუგორონ ცეცხლწაკიდებული?! არც იფიქროთ! მაგ კასრებით დაგმარხავთ თქვენი პორნოფაილებივით! აქეთ-იქით გაიხედ-გამოიხედეთ... თბილისი ჯერ არ გამოსულა ქუჩაში! თქვენთვის სჯობს, რომ არ გამოვიდეს! გადახედეთ ისტორიას!“, - წერს ხათუნა ხოფერია.