ირაკლი კობახიძე ზურაბ ადეიშვილად გადაიქცა, რომელიც საზოგადოებას უსირცხვილოდ ატყუებს - ირმა ინაშვილი
ირაკლი კობახიძე ზურაბ ადეიშვილად გადაიქცა, რომელიც საზოგადოებას უსირცხვილოდ ატყუებს - ირმა ინაშვილი

A+ A-

15:10 17/11/2019

ორი აქცია ერთი და იმავე მოთხოვნით, თუმცა, სხვადასხვა პარტიის ორგანიზებით. საპროტესტო გამოსვლისთვის “პატრიოტთა ალიანსიც“ ემზადება.

პარტიის ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით, მმართველ გუნდს პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების შეცვლა მოუწეს.

"დღეს ჩვენ რესპუბლიკის მოედანზე, 17:00 საათზე ვიკრიბებით იმისათვის, რომ ამ ხელისუფლებას ვუთხრათ, არავინ არ მისცემთ მათ იმის უფლებას, რომ ძალაუფლების უზურპაცია მოახდინონ. ხელისუფლებამ გადაგდო ყველა. უღალატა 2011 წელს გაჟღერებულ მთავარ დაპირებას და მოატყუა ასევე, საერთაშორისო პარტნიორები, რაც ძალიან მძიმე შედეგებს მოიტანს საქართველოსთვის. შესაბამისად, “ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო, სიხისტე, ამპარტავნობა, ძალიან უადგილოა. ჩაატარეს პოლიტიკური სპექტაკლი, პოლიტიკური მელაკუდობა და ქართველი ხალხი ამითი შეურაცხყოფილია. იყო დრო, როცა წინა ხელისუფლებასაც არ ეგონა, რომ წავიდოდა, ამათ გადაარჩინეს, თორემ დიდი ხნის წასულები და დამთავრებულები იქნებოდნენ. ამიტომ ნუ ჰგონია "ქართულ ოცნებას", რომ არ მოხდება მისი გადაწყვეტილების შეცვლა. ირაკლი კობახიძე გადაიქცა ახლა ზურაბ ადეიშვილად, რომელიც საზოგადოებას უსირცხვილოდ ატყუებს. თითქოს არ შეიძლება ე.წ. გერმანული მოდელის მიღება, არ შეიძლება “პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის შეტანა პარლამენტში და ა.შ." - განაცხადა ირმა ივანიშილმა.

შეგახსენებთ, მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ დღეს, 15:00 საათზე დაიწყება, აქციას ოპოზიციისა და სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლები მასშტაბურ აქციას გამართავენ. მათი მოთხოვნებია: შეიქმნას დროებითი ტექნიკური მთავრობა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით, შეიცვალოს დღეს მოქმედი ცესკო-ს შემადგენლობა და დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები.

ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ საპროტესტო აქცია რუსთაველზე მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტმა საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გულოსხმობდა, ჩააგდო.