“ქართული ოცნების“ოფისში კახა კალაძე და ხელისუფლების სხვა ლიდერები მივიდნენ
“ქართული ოცნების“ოფისში კახა კალაძე და ხელისუფლების სხვა ლიდერები მივიდნენ

A+ A-

15:31 17/11/2019

 „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი პარტიის ლიდერთა ნაწილი იმყოფება, მათ შორის კახა კალაძე. პოლიტიკოსები შენობაში მიწისქვეშა ავტოსადგომიდან შევიდნენ და ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

შესაბამისად, უცნობია, რა ფორმატში იმართება შეხვედრა და გეგმავენ თუ არა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები განცხადების გაკეთებას.

მმართველი პარტიის ოფისში მისული დეპუტატი სიმონ ნოზაძე აცხადებს, რომ უმრავლესობის სხდომის შესახებ შეტყობინება არ მიუღია და გია ვოლსკისთან შესახვედრად, პირად სამუშაო საკითხთან დაკავშირებით მივიდა. ამასთან, „ქართული ოცნების“ ოფისთან პოლიციელები არიან მობილიზებული.

შეგახსენებთ, მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ დღეს, 15:00 საათზე დაიწყო. აქციას ოპოზიციისა და სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლები მასშტაბურ აქციას მართავენ.

მათი მოთხოვნებია: შეიქმნას დროებითი ტექნიკური მთავრობა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით, შეიცვალოს დღეს მოქმედი ცესკო-ს შემადგენლობა და დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ საპროტესტო აქცია რუსთაველზე მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტმა საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გულოსხმობდა, ჩააგდო.