რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალია - გიგი უგულავა
რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალია - გიგი უგულავა

A+ A-

15:48 17/11/2019

რიგგარეშე პროპორციული არჩევნები, გარდამავალი მთავრობა სრულიად რეალისტურია, თუ მოვახერხებთ, რომ მოღალატე მთავრობა და პარლამენტი იყოს დისფუნქციური, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტთან დღევანდელ აქციაზე კიდევ ერთხელ მოითხოვენ რიგგარეშე პროპორციული არჩევნების ჩატარებას გარდამავალი მთავრობის პირობებში.

„რიგგარეშე პროპორციული არჩევნები, გარდამავალი მთავრობა სრულიად რეალისტურია, თუ მოვახერხებთ, რომ მოღალატე მთავრობა და პარლამენტი იყოს დისფუნქციური. ეს არის აბსოლუტურად კანონიერი, კონსტიტუციური. თუ შევუშვებთ კობახიძეს, ოქრიაშვილს და მსგავს ნაგვებს პარლამენტში, ისინი ხვალ დაგვინიშნავენ უვადო მოსამართლეებად იმ მონსტრებს, რომლის განხილვაც ვიხილეთ. ხელისუფლება რეაგირებს შიშზე. ჩვენ ვნახეთ შეშინებული ივანიშვილი. ჩვენი შეცდომა იყო, რომ მას, როგორც ადამიანს, ვენდეთ და ამ შეცდომას აღარ დავუშვებთ. შეშინებული ვირთხა უნდა გყავდეს მომწყვდეული. სხვა შემთხვევაში ის დაანგრევს ქვეყანას“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ცნობისთვის, პარლამენტთან ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების აქცია უკვე დაიწყო. აქციის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება, მთავრობის გადადგომა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედი შემადგენლობის შეცვლაა. უფრო კონკრეტულად სამოქმედო გეგმის შესახებ ოპოზიცია დღევანდელ აქციაზე ისაუბრებს. აქციები რუსთაველზე მას შემდეგ დაიწყო, რაც14 ნოემბერს, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო.