პირველი ადგილი Louis Vuitton-ს - Interbrand-მა ყველაზე ძვირადღირებული ლუქს ბრენდების სია გამოაქვეყნა
პირველი ადგილი Louis Vuitton-ს - Interbrand-მა ყველაზე ძვირადღირებული ლუქს ბრენდების სია გამოაქვეყნა

A+ A-

11:10 18/11/2019

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ლუქს ბრენდი Louis Vuitton-ია.  ცოტა ხნის წინ ცნობილმა საკონსულტაციო კომპანია Interbrand-მა ყველაზე ძვირადღირებული ლუქს ბრენდების სია გამოაქვეყნა. 

ექსპერტების შეფასებების მიხედვით, 9 ბრენდი შეირჩა, რომელთა საერთო ღირებულება $117, 784 მილიარდს აღწევს. 

ექსპერტებმა ბრენდების ფინანსურ მდგომარეობასთან ერთად ის გარემოებაც შეაფასეს, თუ რამდენად დიდ გავლენას ახდენს ბრენდი ბაზარზე და რამდენად კონკურენტუნარიანია იგი.

მე-9 ადგილზე Prada აღმოჩნდა, რომლის ღირებულება $ 4, 781 მილიარდს აღწევს. 

მე-8 ადგილი წილად ხვდა Burberry-ს, რომლის  ღირებულება $ 5, 205 მილიარდს აღწევს. გასულ წელთან შედარებით, ბრენდის ღირებულება 4%-ით გაიზარდა. 

მე-7 ადგილი კი  Tiffany & Co-მ დაისაკუთრა. ბრენდ Tiffany & Co.-ს ღირებულება $ 5, 335 მილიარდს აღწევს. გასულ წელთან შედაებით, ბრენდის ღირებულება 5%-ით გაიზარდა.

Dior-ი რეიტინგში მე-6 ადგილზეა. Dior-ის ბრენდის ღირებულება კი $6, 045 მილიარდი დოლარია.

Cartier-ი კი მე-5 ადგილზე დასახელდა. Cartier-ი 8, 192 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. გასულ წელთან შედარებით, ბრენდის ღირებულება 7%-ით გაიზარდა.

Gucci მე-4 ადგილზეა. სიის მეოთხე ადგილს Gucci იკავებს. ბრენდის ღირებულება 15, 949 მილიარდი დოლარია. გასულ წელთან შედარებით, ბრენდის ღირებულება 23%-ით გაიზარდა.

მე-3 ადგილზეა Hermès-ი. ბენდის თვითღირებულება 17,92 მილიარდ დოლარს აღწევს. გასულ წელთან შედარებით, კომპანიის ღირებულება 9%-ით გაიზარდა.

მე-2 ადგილი Chanel-საა. ბრენდის ღირებულება 22, 134 მილიარდი დოლარია.

სიის სათავეში კი, პირველ ნომრად  Louis Vuitton-ი განთავსდა. ძვირადღირებული ბრენდების სიაში პირველ ადგილს Louis Vuitton-ი იკავებს. ბრენდის ღირებულება 32, 223 მილიარდი დოლარია, რაც გასულ წელთან შედარებით 14%-ით მეტია.