ბუნებრივი აირის ნამწვით 6 ადამიანი მოიწამლა, საიდანაც 4 მცირეწლოვანია
ბუნებრივი აირის ნამწვით 6 ადამიანი მოიწამლა, საიდანაც 4 მცირეწლოვანია

A+ A-

10:56 19/11/2019

ქალაქ რუსთავში, ბუნებრივი აირის ნამწვით 6 ადამიანი მოიწამლა. შემთხვევა გუშინ ღამით, ჩოხელის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მოხდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ორი ზრდასრული და ოთხი მცირეწლოვანი ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციისათვის დამახასიათებელი სიმპტომებით კლინიკა „რუსთავში" გადაიყვანა.

კლინიკაში აცხადებენ, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

წინასწარი ინფორმაციით, ინტოქსიკაციის მიზეზი, ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებული გაზდანადგარიდან CO-ს გაჟონვა გახდა.