პრეზიდენტ ზურაბიშვილის 1 199 558-ლარიანი ანტიკვარიატი და აქსესუარები
პრეზიდენტ ზურაბიშვილის 1 199 558-ლარიანი ანტიკვარიატი და აქსესუარები

A+ A-

15:48 19/11/2019

ასე გამოიყურება ანტიკვარული ნივთები, რომელშიც საქართველოს პეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2 მილიონამდე ლარი გადაიხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ინფორმაციის „თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) ავრცელებს.

შესყიდულ ანტიკვარულ ნივთებს შორის ყველაზე ძვირადღირებულია რუსეთის საიმპერატორო ქარხანაში დამზადებული XIX საუკუნის ჭაღი, რომლის ღირებულება 59 000 აშშ დოლარია.

შეძენილ ანტიკვარულ ნივთებს შორისაა მამლის ფიგურების წყვილი  - ბრინჯაო ოქროს ზარნიშით, რომელშიც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 4310 აშშ დოლარი გადაიხადა.

სახელმწიფო ბიუჯეტიან გამოყოფილი ხარჯების მოკლე სია, რომელიც ანტიკვარული ნივთების შეძენას მოხმარდა ასე გამოიყურება:

ოთხი ანტიკვარული ჭაღი — ჯამში 133 410 აშშ დოლარი ;

პავლე პირველის პერიოდის (1754-1801) ბიუროს სეკრეტერი — 18 100 აშშ დოლარი;

შვიდი ირანული ფერწერული ტილო — 8 500 აშშ დოლარი;

3 წყვილი შანდალი — თითოეულის ფასი 3000 დან 8000 აშშ დოლარამდე;

3 ბუხრის საათი — თითოეულის ფასი 7000 დან 18 000 აშშ დოლარამდე;

შუა აზიური ორი ხალიჩა — თითოეულის საწყისი ფასი 5000 დან 7000 აშშ დოლარამდე და სხვა;