მალე, მამუკა ხაზარაძის და თამარ ჩუგოშვილის გზები შეიყრება - ნინო ჯღარკავა
მალე, მამუკა ხაზარაძის და თამარ ჩუგოშვილის გზები შეიყრება - ნინო ჯღარკავა

A+ A-

01:08 20/11/2019

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში წერს, რომ მალე პარლამენტის ყოფილი პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილისა და "ლელოს" დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის გზები შეიყრება. 

"სამაგიეროდ, შენი და ხაზარაძის გზები შაიყრება ისევ. მისი ლობი მუდამ ხაზარაძე იყო. ჩუგოშვილის მამა ხომ ხაზარაძის ბიზნესების დირექტორია, კვირიკაშვილი კი ხაზარაძის ძმაკაცი და მაშინ პრემიერი იყო და ასე მოხვდა სიაში! ხოდა დაუბრუნდა ოჯახს! ლელოო ლელოო :)))))", - წერს ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში. 

შეგახსენებთ, დღეს, გადაცემა "რეაქციაში" თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ მისი და ბიძინა ივანიშვილის გზები გაიყარა.