ევრო 2020 -ის 20 ფინალისტი ცნობილია
ევრო 2020 -ის 20 ფინალისტი ცნობილია

A+ A-

10:12 20/11/2019

ევრო 2020-ის შესარჩევი ტურნირი დასრულდა. ბოლო სათამაშო დღეს ერთადერთი ინტრიგა იყო შემორჩენილი, ვინ მოიპოვებდა ევროპის ჩემპიონატის მე-20 საგზურს.  საგზური თამაშდებოდა უელსისა და უნგრეთის მატჩში.

ბრიტანელებს მხოლოდ მოგება სჭირდებოდათ. მათ მეტოქეს ფრეც ჰყოფნიდა. უელსმა აარონ რემზის დუბლით 2:0 მოიგო.

ასე რომ, 24 ფინალისტიდან ცნობილია 20: ბელგია, იტალია, პოლონეთი, უკრაინა, ესპანეთი, თურქეთი, საფრანგეთი, ინგლისი, ჩეხეთი, შვედეთი, ფინეთი, ხორვატია, გერმანია, ჰოლანდია, ავსტრია, პორტუგალია, შვეიცარია, დანია, უელსი და რუსეთი. კიდევ ოთხი საგზურის მფლობელი გაირკვევა მომავალი წლის მარტში, ერთა ლიგის ფლეი ოფის შემდეგ. ევრო 2020-ის ფინალური ეტაპის წილისყრა 30 ნოემბერს, ბუქარესტში შედგება.

ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონატი 12 ქვეყნის 12 ქალაქში 12 ივნისიდან 12 ივლისამდე გაიმართება.