მოსამართლე ვალერიან ფილიშვილის ადგილი განსასჯელის სკამზეა - ნიკა გვარამია
მოსამართლე ვალერიან ფილიშვილის ადგილი განსასჯელის სკამზეა - ნიკა გვარამია

A+ A-

11:39 20/11/2019

„მოსამართლე ვალერიან ფილიშვილს, სრულიად შეგნებულად, საათების განმავლობაში, დაუსაბუთებლად, ჰყავდა  დაკავებული პატიმრები“, - .ტელეკომაპანიის “მთავარი“ გენერალური დირექტორი  ნიკა გვარამია  17 ნოემბერს დაკავებულების  სასამართლო პროცესს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

გვარამიას გაცხადებით, მოსამართლე ვალერიან ფილიშილის ადგილი განსასჯელის სკამზეა. “მაქსიმუმ 12 საათისთვის, ზუსტად იცოდა, რომ ვერ მოასწრებდა დაწყებული საქმეების დასრულებასაც კი, არა თუ, დაუწყებელი პროცესების. მაგრამ არა - ღამის 2 საათზე დაიწყო დღეისთვისვე პროცესების გადადება 5 წუთიანი შუალედით, ნაცვლად სამუშაო დღის დასრულებისთანავე (საღამოს რვაზე), ყველას სახლში გაშვებისა და პროცესების ნორმალური გრაფიკით გადანიშვნის. ეს არის უკანონობაც, სადიზმიც და ანტიჰუმანურობაც. ასეთების ადგილი სასამართლო დარბაზებში  ნამდვილად არის, ოღონდ არა მოსამართლის სავარძელში, არამედ განსასჯელის სკამზე” - წერს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 18 ნოემბერს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ 37 დააკავეს