რუსულმა რობოტმა მოქალაქეებს ქვეყნიდან გაქცევა ურჩია
რუსულმა რობოტმა მოქალაქეებს ქვეყნიდან გაქცევა ურჩია

A+ A-

14:50 20/11/2019

რუსეთში ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტების შემქნმელი კომპანიის პირველი ექსპერიმენტი წარუმატებლად დასრულდა. პროგრამის დამკვეთი იყო სოციალური პოლიტიკის სამინისტრო, რომელმაც კომპანიისგან მოითხოვა ულტრათანამედროვე დანადგარის შექმნა, რომელსაც შეეძლებოდა შეეთავსებინა ცოცხალი თანამოსაუბრის ფუნქციები რუსეთის მოქალაქეებისთვის.

რუსულ რობოტს, ვასილის, უნდა შეძლებოდა ეპასუხა მოქალაქეების მიერ დასმულ ყველა შეკითხვაზე და ამავდროულად პატრიოტული განწყობა უნდა ჰქონოდა. ინფორმაციას ავრცელებს რუსული მედია.

დაპროგრამებული მოწყობილობის ფუნქციებში შედიოდა აგრეთვე ყოველდღიური დაბრკოლებების თავიდან არიდების გზების დასახვა და რჩევების გაცემა ფულის დაზოგვასა და ეკონომიის გაკეთებაზე. რობოტზე მუშაობა 3 თვის განმავლობაში გაგრძელდა და მისი დამპროექტებლების თანახმად, მან სრულად უპასუხა სამინისტროს ჩინოვნიკთა დასმულ ყველა შეკითხვას ლოგიკურად და საინტერესოდ.

მიუხედავად სატესტო პროცედურების წარმატებით გავლისა, მოულოდნელი ინციდენტი მოხდა რობოტ ვასილის პრეზენტაციაზე სოციალური პოლიტიკის სამინისტროში. წარდგენას უწყების თანამშრომლებისა და მედიის გარდა, სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ სხვადასხვა სფეროში დასაქმებული რუსეთის მოქალაქეები.

ერთ-ერთი მოქალაქის შეკითხვაზე, თუ როგორ უნდა იცხოვროს რუსეთის მოქალაქემ თვიდან თვემდე 12 000 რუბლით, რობოტმა უპასუხა და ურჩია, რომ ამ შემთხვევაში უმჯობესი იქნება თუ ესეთი ადამიანი ქვეყნიდან გაიქცევა. მექანიზმის გამომგონებელმა და მისმა მთავარმა პროგრამისტმა ინციდენტის შემდეგ პროგრამა გადატვირთა, თუმცა რობოტი არ ჩერდებოდა და აგრძელებდა რჩევების გაცემას, რომ ყველა მოქალაქე წასულიყო ემიგრაციაში.

Поп-тех-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნიკონ ილარიონოვმა განაცხადა, რომ „ვასილი“ ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი გახდა. კომპანია აცხადებს, რომ რობოტის სრულყოფისთვის მუშაობები გაგრძელდება, რაზეც სამინისტრომ დამატებით 3 მილიარდი რუბლი გამოყო.