“ოცნების“ ამბოხებული მაჟორიტარების მადა იზრდება
“ოცნების“ ამბოხებული მაჟორიტარების მადა იზრდება

A+ A-

15:17 20/11/2019

ამბოხებული მაჟორიტარები „სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე“ გადასვლის შესახებ ინიციატივაზე დიმიტრი ხუნდაძის კაბინეტში თათბირობენ. ინიციატივა თავად დეპუტატ ხუნდაძეს ეკუთვნის.

შეხვედრას  მაჟორიტარები: კარლო კოპალიანი, კობა ლურსმანაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე და მიხეილ ყაველაშვილი ესწრებიან.

 "ამას ექნება კამპანიური ხასიათი, ჩვენ შევხვდებით მოსახლეობას, მიგვაჩნია, რომ ძირითად აქტიური ამაში არის ხალხი და რაც მათ მოსწონთ, ის უნდა გავაკეთოთ. იმიტომ, რომ მათგან ვართ არჩეული“, - განაცხადა ლურსმანაშვილმა.

შეგახსენებთ, დიმიტრი ხუნდაძე ინიციატივით გამოვიდა, რომ საარჩევნო სისტემა მთლიანად მაჟორიტარულ ზე გადავიდეს. ხუნდაძის ამ ინიციატივას უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ უკვე უპასუხა: „ინიციატივის განხილვა არ იგეგმება“.