კლიტე კი არა, პროკურატურაზე რა არის დასადები, მე ვიცი – მალხაზ მაჩალიკაშვილი
კლიტე კი არა, პროკურატურაზე რა არის დასადები, მე ვიცი – მალხაზ მაჩალიკაშვილი

A+ A-

15:43 20/11/2019

კლიტე კი არა, პროკურატურაზე რა არის დასადები, მე ვიცი - ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა პროკურატურის ჭიშკარს ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ბოქლომი დაადებისას განაცხადა.

„ირაკლი ოქრუაშვილის, გია რურუას საქმეებისთვის, დანარჩენი სიბინძურეებისთვის დღევანდელი ხელისუფლება იყენებს ამ პატიოსან ბიჭებს. რაც შეეხება პროკურატურისთვის კლიტის დადებას, პროკურატურას კლიტე კი არა, აქ დასადები რა არის, მე ვიცი, მაგრამ ღმერთო, მიშველე, საქართველოს სიყვარულით. ორი წელია, იმისთვის ვიბრძვი, შე დედააფეთქებულო, ერთი ბოდიში მაინც მომიხადე პროკურორი ხარ თუ გენპროკურორი. „ნაციონალები“ თავზე დაგვამხობენ ხელისუფლებასო, შენი დედაც და იმათი დედაც, თუ დაგვამხობენ“, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.