ფეხბურთელმა ყაველაშვილმა გრიგოლია, ჟიჟილაშვილი და ტრაპაიძე ჟურნალისტიკაში წაამეცადინა (ვიდეო)
ფეხბურთელმა ყაველაშვილმა გრიგოლია, ჟიჟილაშვილი და ტრაპაიძე ჟურნალისტიკაში წაამეცადინა (ვიდეო)

A+ A-

15:46 20/11/2019

„მიხეილ ყაველაშვილი გვასწავლის, როგორ უნდა ვაკეთოთ გადაცემები“, -ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ტვ პირველის“ დირექტორი ინგა გრიგოლია წერს.

ყაველაშვილმა, „დიანა ტრაპაიძის დღის ამბების“ პირდაპირ ეთერში,დიანა ტრაპაიძეს, ინგა გრიგოლიასა და ნინო ჟიჟილაშვილს გადაცემის ფორმატი დაუწუნა.

„თუ არ გინახავთ წეღან დიანას ,,დღის ამბებში” მიხეილ ყაველაშვილი,აუცილებლად ნახეთ, დიანას, ჟიჟის და მე სათითაოდ გვასწავლა, როგორ უნდა ვაკეთოთ გადაცემები. კი, კი, მიხეილ ყაველაშვილმა. ,,იმედს”, რომ ჰქონდა გუშინ გადაცემა, ისეთი უნდა აკეთოთ და არა ასეთი, რასაც ეხლა აკეთებთო“ , - წერს გრიგოლია.

ცნობისთვის, დღეს,ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა "დღის ამბების" წამყვანს, იანატრაპაიძესა და არხის სხვა სახეებს "ნაციონალურ მოძრაობასთან" მეგობრობაში დასდო ბრალი.

დეპუტატმა უკმაყოფილება გამოთქვა, რომ წამყვანმა ჟურნალისტებმა საკუთარი პოზიცია არ დააფიქსირეს "ძალადობაზე, რომელიც 20 ივნისს, ოპოზიციის მხრიდან განხორციელდა".

"შეფასება რატომ არ გააკეთე შენ, დიანა ტრაპაიძევ? ვერ ამოგათქმევინეთ სიტყვა შენ, ინგა გლიგოლიასა და ნინო ჟიჟილაშვილს", - მიმართა ტრაპაიძეს ყაველაშვილმა.

"არ ინერვიულოთ, ვერ დაგვაკომპლექსებთ,“ - უპასუხა ტელეწამყვანმა დეპუტატს.