დავით კიკალიშვილი ტელეკომპანია "ფორმულასთან" მოლაპარაკებებს ადასტურებს
დავით კიკალიშვილი ტელეკომპანია "ფორმულასთან" მოლაპარაკებებს ადასტურებს

A+ A-

17:23 20/11/2019

ტელეკომპანია "ფორმულა“ ჟურნალისტ დავით კიკალიშვილთან მოლაპარაკებას აწარმოებს.

როგორც  “2020NEWS”-ს თავად კიკალიშვილმა განუცხადა, ამ ეტაპზე ტელეკომპანიასთან მოლაპარაკებები ნამდვილად მიმდინარეობს და შესაძლოა, წაიყვანოს გადაცემა, სადაც აქცენტები უცხოეთის ამბებზე გაკეთდება.

“მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. უცხოეთის ამბებზე გაკეთდება აქცენტი“, - განაცხადა კიკალიშვილმა.

“2020NEWS”-მა გაარკვია, გადაცემას, რომელზეც კიკალიშვილთან მიდის მოლაპარაკებები, "ფორმულა ევროპიდან“ ერქმევა.

შეგახსენებთ, დავით კიკალიშვილი წლების განმავლობაში "ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე" მუშაობდა. მას გადაცემა "პოსტ სკრიპტუმი" მიჰყავდა.

2016 წელს დავით კიკალიშვილმა  "რუსთავი-2" დატოვა.