ქართული ჟურნალის შესახებ პირველი ჟურნალი გამოვიდა
ქართული ჟურნალის შესახებ პირველი ჟურნალი გამოვიდა

A+ A-

17:37 20/11/2019

ქართული ღვინის შესახებ პირველი პერიოდული ჟურნალი Homeland Of Wine გამოვიდა. პრეზენტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოში გაიმართა, რომლის მიზანია ქართული ღვინის მხარდაჭერა და პოპულარიზაცია საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.

ჟურნალი კვარტალში ერთხელ ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოვა. Homeland Of Wine მკითხველს იმ ადამიანებსა თუ კომპანიებზე მოუთხრობს, რომლებიც ქართულ ღვინოს და მის თანამედროვე ისტორიას ქმნიან.

პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი მაია ჯავახიშვილია.

პრეზენტაციას ჟურნალის შემოქმედებითი ჯგუფი, ღვინის ეროვნული სააგენტოს და მეღვინეობის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.