21 ნოემბრიდან დაუფასოებელი თამბაქოს მიწოდება-რეალიზაცია აიკრძალა
21 ნოემბრიდან დაუფასოებელი თამბაქოს მიწოდება-რეალიზაცია აიკრძალა

A+ A-

10:19 21/11/2019

საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, მიმდინარე წლის 21 ნოემბრიდან, დაუფასოებელი სახით ნებისმიერი თამბაქოს ნაწარმის, მათ შორის თამბაქოს ნედლეულის, ჩიბუხის თამბაქოს, შესახვევი თამბაქოს, ასევე ჩილიმისათვის განკუთვნილი თამბაქოს რეალიზაცია და მიწოდება იკრძალება. ამის შესახებ ინფორმაციას  ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრელებს.

უწყების ინფორმაციით, თამბაქოს ნაწარმის თითოეულ კოლოფსა/ბლოკსა და თითოეულ შეფუთვაზე, განთავსებული უნდა იყოს სამედიცინო გაფრთხილება და დაცული უნდა იყოს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები. ასევე, 21 ნოემბრიდან, აქციზური მარკირების გარეშე იკრძალება ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისათვის განკუთვნილი სითხეების რეალიზაცია.​

„დაფასოების გარეშე თამბაქოს მიწოდება (მ.შ. ნაUშთად არსებულის) გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას პირველ ჯერზე-2000 ლარის, ხოლო განმეორებისას-4000 ლარის ოდენობით.აქციზური მარკით სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა, შენახვა, რეალიზაცია იწვევს საქართველოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას (საქონლის ჩამორთმევა, შინაპატიმრობა, თავისუფლების აღკვეთა).

აღნიშნულ საკითხზე დაწვრილებითი ინფორმაცია განთავსებულია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე. იხილეთ ბმული.