ტუალეტში რომ მოუწევთ პოლიციის კორდონით სიარული, მიხვდებიან, რომ ხალხს მეტი მოთმინება აქვს - გიგი უგულავა
ტუალეტში რომ მოუწევთ პოლიციის კორდონით სიარული, მიხვდებიან, რომ ხალხს მეტი მოთმინება აქვს - გიგი უგულავა

A+ A-

15:58 21/11/2019

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში კარიკატურას ავრცელებს და ამბობს, რომ ასეთი იქნება ოპოზიციის ტაქტიკა ხელისუფლებასთან ბრძოლის დროს.

“აი ესაა ჩვენი ტაქტიკა. შუაში ოცნების მთავრობაა, გარშემო სპეცნაზის კორდონია. ასე ივლიან, “იმუშავებენ”, მანამ სანამ არ გამოიფიტება პოლიცია, სიტუაცია კი გაუსაძლის აფსურდამდე მივა. მანამ სანამ პროპორციული რიგგარეშე არ დაინიშნება. ვნახოთ, ტუალეტში რომ მოუწევთ პოლიციის კორდონით სიარული, მიხვდებიან რომ ხალხს მეტი მოთმინება აქვს ვიდრე მთავრობას და პოლიციას ერთად აღებულს” – წერს უგულავა.

შეგახსენებთ, 18 ნოემბრის აქციის დარბევის შემდეგ ოპოზიციამ ბრძოლის ახალი სტრატეგიის შესახებ დააანონსა. დღეს კი, აქციის მონაწილეებმა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან ნაგვის ურნები მიიტანეს.მათ ადგილზე ასევე მიიტანეს ბიძინა ივანიშვილის პლაკატები, სახელწოდებით – “ივანიშვილი გადამგდებია, შემოულაწუნე”.

ამასთან, აქტივისტებმა იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ფოტოები დახიეს და ურნაში ჩაყარეს. წულუკიანმა დღეს მაჟორიტარულ სისტემაზე დარჩენას კარგი ფაქტი უწოდა, რამაც აქციის მონაწილეების გაღიზიანება გამოიწვია.

მანამდე აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ადმინისტრაციის ღობეზე ბოქლომი დატოვეს.