დღეს, კიევში გუბაზ სანიკიძე მიხეილ სააკაშვილს შეხვდება
დღეს, კიევში გუბაზ სანიკიძე მიხეილ სააკაშვილს შეხვდება

A+ A-

08:00 22/11/2019

„გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ხვალ შეხვდება. შეხვედრა შედგება უკრაინის დედაქალაქში, კიევში, სადაც ექსპრეზიდენტი ამჟამად იმყოფება.

სანიკიძემ სააკაშვილთან შეხვედრა ცოტა ხნის  წინ დაანონსა და აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტთან „ქვეყნის სვე-ბედზე“  საუბარს აპირებს.

“2020NEWS”-ს სანიკიძემ შეხვედრის სავარაუდო თარიღიც დაუსახელა. „შეხვედრას გიორგობამდე ვგეგმავ“, - განუცხადა მან სააგენტოს.

შეხვედრა ნამდვილად გიორგობამდე შედგება, გიორგობის შემდეგ, 25 ნოემბერს კი ოპოზიციას დიდი აქციაა აქვს დაანონსებული, პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით.