საერთოდ არ გიტყდება?! - ნანუკა ჟორჟოლიანი ბერას მიმართავს
საერთოდ არ გიტყდება?! - ნანუკა ჟორჟოლიანი ბერას მიმართავს

A+ A-

00:22 22/11/2019

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი გიგა მაქარაშვილისთის, ზუკა ბერძენიშვილისა და სხვა სამოქალაქო აქტივისტებისთვის პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება და ბიძინა ივანიშვილის ვაჟს, ბერა ივანიშვილს სოციალური ქსელით მიმართავს:

„მახსოვს, ნამდვილებს ეძებდი 2012 წელს. ვისაც დიქტატურის დამარცხების ძალა, სურვილი და ერთი ადგილი ექნებოდა და აჰა, აგერ, ორი ნამდვილი პატრიოტი ბიჭი გიპოვე. ქვეყანა უყვართ, რუსებს ვერ ეგუებიან სამშობლოს საჭესთან. ციხეში მხოლოდ იმიტომ გაუშვეს, რომ ერთს, ოლიგარქისთვის შეუგინებია, მეორეზე თავადაც ვერ ჩამოყალიბდნენ. საერთოდ, არ მგონია, მამის შეცდომაზე გთხოვ ახლა პასუხს, იმიტომ რომ შენ იყავი მისი კამპანიის ერთ-ერთი სახე და ახლა როგორც „ნამდვილი“ კლიპების შემქმნელს, მოგმართავ, საერთოდ არ გიტყდება?! შენხელა ბიჭებს მხოლოდ ქვეყნის სიყვარულისთვის რომ უშვებენ ციხეში?!“ - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.