ზვიად კუპრავამ საპატიმრო დატოვა
ზვიად კუპრავამ საპატიმრო დატოვა

A+ A-

09:52 22/11/2019

„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელმა, ზვიად კუპრავამ გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.

კუპრავა სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე იყო დაკავებული.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, კუპრავას თავისუფლების 9 თვის ვადით აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული.

გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის 11 ივნისს ზვიად კუპრავამ სასამართლოს შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს, რისთვისაც მის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით მიმდინარეობდა.