Victoria's Secret-ის 2019 წლის ჩვენება ოფიციალურად გაუქმდა
Victoria's Secret-ის 2019 წლის ჩვენება ოფიციალურად გაუქმდა

A+ A-

12:57 22/11/2019

მსოფლიოში აღიარებულმა ქალის თეთრეულის ბრენდმა - Victoria's Secret ყოველწლიური შოუს ჩვენება გააუქმა. BBC-ის ინფორმაციით, ეს შემცირებულმა სატელევიზიო რეიტინგმა და გაზრდილმა კრიტიკამ გამოიწვია. 

ჭორები შოუს დახურვის შესახებ ზაფხულში გავრცელდა, მაგრამ გამოცემის ცნობით, ამჯერად ოფიციალურად დადასტურდა, რომ წელს ერთ-ერთი პოპულარული შოუ აღარ გაიმართება. 

როგორც ბრენდის წარმომადგენლობამ განაცხადა, ისინი ახალი მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებას აპირებენ. 

Victoria's Secret-ის შოუს ისტორია 1995 წლიდან დაიწყო. ის პოპ-კულტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებად იქცა და ყოველწლიურად მილიონობით მაყურებელი ჰყავდა. ბრენდმა ბევრი, დღეისათვის წარმატებული მოდელი აღმოაჩინა. წინა წლის შოუს ისტორიაში ყველაზე დაბალი რეიტინგი ჰქონდა.