ჩვილთა საყოველთაო ნათლობა 23 ნოემბრის ნაცვლად, 24 ნოემბერს ჩატარდება
ჩვილთა საყოველთაო ნათლობა 23 ნოემბრის ნაცვლად, 24 ნოემბერს ჩატარდება

A+ A-

14:32 22/11/2019

სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა საყოველთაო ნათლობა 23 ნოემბრის ნაცვლად, 24 ნოემბერს ჩატარდება. ნათლობა დღის მეორე ნახევარში, 17:00 საათზე დაიწყება. 20:00 საათისთვის სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი ილია მეორე მიბრძანდება და ნათლულებს დალოცავს.

23 ნოემბერს, გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში წირვას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე აღავლენს.

ცნობისთვის, საყოველთაო ნათლობა 61-ედ იმართება.