“მთავარი“ არჩილ თალაკვაძეს საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენას სთხოვს
“მთავარი“ არჩილ თალაკვაძეს საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენას სთხოვს

A+ A-

14:48 22/11/2019

"მთავარი არხის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ნოდარ მელაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს წერილით მიმართა.

„გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია 2019 წლის 20 ნოემბრიდან, 2019 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით თქვენს მიერ საქართველოს საზღვრის კვეთის შესახებ“, -  ვკითხულობთ მელაძის მიერ გაგზავნილ წერილში.  

პარლამენტის თავმჯდომარემ "მთავარი" დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშულა, რომ თითქოს ის იტალიაში, კომოს ტბაზე დასასვენებლად იმყოფებოდა.

თალაკვაძის თქმით, ის ამ დროს პარლამენტში იყო და მუშაობდა.