ივანიშვილი ბიტკოინების ქარხნებს ხურავს
ივანიშვილი ბიტკოინების ქარხნებს ხურავს

A+ A-

13:46 22/11/2019

საქართველოში განვითარებული საპროტესტო ტალღის პარალელურად, ივანიშვილს საკუთარი ქონება სხვა ქვეყნებში გადააქვს.

როგორც ჩანს, ოლიგარქი უკვე შიშობ,ს რომ პროცესებს, რომელიც დაიწყო და რომელსაც საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს, შესაძლოა, დიდი ცვლილებები მოჰყვეს. სწორედ ამიტომ, ის უკვე საკუთარი ქონების გადარჩენაზე ფიქრობს. 

მაგალითად: რამდენიმე დღის წინ, ივანიშვილის დავალებით, გორში, კერძოდ  სადგურის დასახლებაში მდებარე ბიტკოინების ქარხანას ათამდე სატვირთო მიაყენებს, ტექნიკა გაიტანეს, დატვირთეს და სომხეთის მიმართულებით წაიღეს. 

სომხეთში რუსული სამხედრო ბაზაა და იქ მისი ბიზნესი უფრო დაცული იქნება.

გორში, "პრესა.ჯის" ადგილზე მისულ კორესპონდენტს დაცვის წევრებმა განუმარტეს, რომ "ქარხანა დაკეტილია და უკვე ერთი კვირაა აღარ მუშაობს".

მეტიც, გეგმის მიხედვით, ზუსტად იგივე პროცესი მიდის გლდანში მდებარე ბიტკოინების ქარხანაშიც. იმ განსხვავებით რომ იქიდან გატანილი ტექნიკა შუა აზიის ქვეყნებში უნდა გადაისროლონ. 

აქაც იგივე სქემაა, ივანიშვილს ქონება გადააქვს იმ ქვეყნებში, სადაც სიტუაციას კრემლი აკონტროლებს.

ეს ფაქტები კი, ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს იმაზე, რომ ივანიშვილი, სავარაუდოდ, ქვეყანაში განვითარებული საპროტესტო ტალღის გამო საკუთარი ბიზნეს-აქტივების უსაფრთხოდ დაბანდებაზე ფიქრობს. 

შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის ბიტკოინების ქარხნებს ჩვენი ქვეყნის უწყვეტი მომარაგებისათვის საჭირო ელექტროენერგიის 4 პროცენტი სჭირდება, რომელსაც ოლიგარქი თითქმის უფასოდ იღებდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ივანიშვილი სხვა ქონების გატანასაც აპირებს საქართველოდან. 

პარალელურად, ქვეყანაში გრძელდება მწვავე პოლიტიკური პროცესი. ახალგაზრდები მაჟორიტარების ბიუროებს აბოქლომებენ ზუგდიდიში, ბათუმში, თბილისში, თელავსა და საქართველოს სხვა ქალაქებსა და რაიონებში. 

მეტიც, ოპოზიციამ უკვე დააბოქლომა პარლამენტი, კანცელარია და პროკურატურა. 

ორშაბათს იგეგმება მიტინგი, სამშაბათს კი პარლამენტის პიკეტირება.

ოლიგაქრის მიერ ხალხის გადაგდებისა და პროპორციული სისტემის ხელოვნურად ჩავარდნის გამო დაწყებულ საპროტესტო ტალღას მხარს უჭერენ ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ბრიუსელი და ვაშინგტონი.

წყარო : "პრესა.ჯი"