სუს – თან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 6 პირი დააკავა
სუს – თან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 6 პირი დააკავა

A+ A-

15:58 22/11/2019

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სუს – თან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 6 პირი დააკავა. მოძრაობა „გაბედეს“ წევრების გარდა, აქციაზე დააკავეს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის შვილი, ბექა ნათელაშვილი. დაკავებულებს შორის არიან „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” წევრები, ნიკა და ბექა პეტრიაშვილები.

აქციის მონაწილეებმა არაერთხელ სცადეს შენობის შესასვლელის ბლოკირება. ამის შემდეგ ისინი გადავიდნენ ვაჟა – ფშაველას ცენტრალურ გამზირზე გზის გადაკეტვის მიზნით, რასაც „გაბედეს“ აქტივისტებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოჰყვა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ “მეტრონომთან” საუბარში აღნიშნა, გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლით, 166-ე და 173-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც  სამართალდამცავების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა  და წვრილმანი ხულიგნობას გულისხმობს.