გოკა გაბაშვილმა საკრებულოს სხდომაზე ტრიბუნას ბოქლომი დაადო
გოკა გაბაშვილმა საკრებულოს სხდომაზე ტრიბუნას ბოქლომი დაადო

A+ A-

16:43 22/11/2019

თბილისის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ხმაურია. საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საკრებულოს სხდომას ბოიკოტს უცხადებენ და მათი ფრაქციის თავმჯდომარის, ირაკლი ნადირაძისთვის 13-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას აპროტესტებენ.

ამბობენ, რომ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ირაკლი ნადირაძის საქმით არ ინტერესდება.

„ირაკლი ნადირაძის  მიმართ სოლიდარობა არ გაქვთ? მიხვედით სასამართლოში, იკითხეთ, ჰქონდა თუ არა თავისუფალი სასამართლოს პირობები? სოლიდარულები უნდა იყოთ ნადირაძის მიმართ, რომელიც პატიმრობაშია“ ,- მიმართა საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძეს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი ლოჟიდან.

ამის შემდეგ საკრებულოს სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრი გოკა გაბაშვილი ტრიბუნასთან მივიდა და მას სიმბოლურად ბოქლომი დაადო.

საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე 18 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დროს დააკავეს.