1 აშშ დოლარი 2.9749 ლარი გახდა
1 აშშ დოლარი 2.9749 ლარი გახდა

A+ A-

17:23 22/11/2019

22 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.9749 ლარი შეადგინა.

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9781 ლარი იყო.

შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.32 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.2899 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.3000 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.01 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.5223 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.8305 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 23 ნოემბრიდან შევა ძალაში.