პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს - ზოიძე “ოცნებას“ ულტიმატუმს უყენებს
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს - ზოიძე “ოცნებას“ ულტიმატუმს უყენებს

A+ A-

18:12 22/11/2019

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე „ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს რეფერენდუმის ჩატარებას სთავაზობს.

„გადავწყვიტე საჯაროდ გამეჟღერებინა და მიმემართა „ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოსთვის, ზომები მიიღონ უმოკლეს ვადაში რეფერენდუმის ჩატარებაზე 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით”,-განაცხადა აკაკი ზოიძემ.

აკაკი ზოიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი შეთავაზება არ იქნება მიღებული, პარლამენტს და პოლიტიკას დატოვებს.