კვირიკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შემთხვევაში, მის გუნდში მიხილავთ - მარიამ ჯაში
კვირიკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შემთხვევაში, მის გუნდში მიხილავთ - მარიამ ჯაში

A+ A-

18:27 22/11/2019

უმრავლესობიდან წასული დეპუტატის მარიამ ჯაშის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ კვირიკაშვილი პოლიტიკაში დაბრუდება, ის მისი გუნდის წევრი გახდება.

"რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, პირადადაც მქონდა საუბარი გიორგი კვირიკაშვილთან, ის პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს, თუმცა, დღევანდელი პოლარიზებული გარემოს კონტექსტში, ვფიქრობ, რომ გიორგი კვირიკაშვილის დაბრუნება შეიძლება იყოს უაღრესად დადებითი ნაბიჯი. თუკი გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას გადაწყვეტს, დიდი ალბათობით, მისი გუნდის წევრად მიხილავთ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება 2020 წელთან დაკავშირებით ჯერ არ მაქვს მიღებული.

ვფიქრობ, რომ ერთი მიმართულება არის პოლიტიკური პაუზის აღება და საერთაშორისო ორგანიზაციაში დაბრუნება, თუმცა ისევე, როგორც 2016 წელს არ ვგეგმავდი, გარკვეულმა გარემოებებმა გახადა აუცილებელი ჩვენი ჩართვა პოლიტიკაში, დაველოდებით, თუკი მოითხოვს სიტუაცია და ჩემი დარჩენა პოლიტიკაში, თუნდაც მცირედით იქნება ნაბიჯი დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის, შეგვიძლია აღნიშნულთან დაკავშირებით მსჯელობა, თუმცა ეს ძალიან ადრეა", - განაცხადა მარიამ ჯაშმა.