“ოცნება“ ყოველთვის ამბობდა, რომ ხალხს უსმენს, ამიტომ ვკითხოთ ხალხს - აკაკი ზოიძე
“ოცნება“ ყოველთვის ამბობდა, რომ ხალხს უსმენს, ამიტომ ვკითხოთ ხალხს - აკაკი ზოიძე

A+ A-

18:34 22/11/2019

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე  აკაკი ზოიძე “ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას სთავაზობს.

როგორც ზოიძემ “2020NEWS“ -ს განუცხადა, მმართველმა პარტიამ ხალხს უნდა მოუსმინოს.

“არ შეიძლება ჩემი განცხადება ულტიმატუმის ენით გაჟღერდეს. ეს არის ქვეყნისთვის საჭირო გადაწყვეტილება. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ შეთავაზებას მმართველი პარტია მიიღებს. ჩემთვის ეს ინიციატივა არის გარანტია, რომ ჩვენ ხალხს არ მოვატყუოთ. “ქართული ოცნება“ ყოველთვის ამბობდა, რომ ხალხს უსმენს, ამიტომ ვკითხოთ ხალხს“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

 “ქართული ოცნების“ დეპუტატი აკაკი ზოიძე მმართველ პარტიას მოუწოდებს, საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩაატაროს.