სოხუმის ცენტში მოკლულები ე.წ. კანონიერი ქურდები არიან

სოხუმში, რესტორან „სან-რემოსთან“ მოკლულები ე.წ. კანონიერი ქურდები აღმოჩნდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით გარდაცვლილები ასტამურ შამბა და ალხას ავიძბა არიან. ორივე გუდაუთელია.
ასტამურ შამბა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ავიძბა საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ.
სროლის დროს 22 წლის ოფიციანტი გოგონა დაიჭრა, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია. ოპერაციის დროს მას გული გაუჩერდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს.
კიდევ სამი დაჭრილი სოხუმის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ცნობისთვის, დღეს, რესტორან „სან-რემოსთან“ ნიღბიანმა პირებმა მანქანიდან ცეცხლი გახსნეს, რომელიც მოგვიანებით დამწვარი იპოვეს.