საბავშვო ევროვიზია 2019-ის ფინალური შოუ დღეს გაიმართება
საბავშვო ევროვიზია 2019-ის ფინალური შოუ დღეს გაიმართება

A+ A-

11:45 24/11/2019

საზოგადოებრივ მაუწყებელზე დღეს, 19:00 საათზე საბავშვო ევროვიზია 2019-ის მასშტაბურ შოუზე პოლონეთში, „გლივიცა არენაზე“ საქართველოს სახელით გიორგი როსტიაშვილი წარდგება. ქართველი კონკურსანტი შეასრულებს დათო ევგენიძის საკონკურსო სიმღერას „გვინდა გვიყვარდეს“ (We need Love).

ამ სახელწოდებით სიმღერაზე კლიპი ზაზა ორაშვილმა გადაიღო, მხატვარი კი შაკო პოპიაშვილია. ვიდეორგოლში პროექტ „რანინას“ წლევანდელი კონკურსანტებიც მონაწილეობენ. საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე ონლაინ ხმის მიცემა ვებგვერდზე Junioreurovision.tv-ზე შეგიძლიათ. ვებგვერდზე ხმის მიცემის გრაფის ნახვის შემდეგ, მოუსმინეთ ცხრამეტივე კონკურსანტს და ხმა მიეცით მინიმუმ სამ და მაქსიმუმ ხუთ კონკურსანტს. რაც მთავარია, ხმის მიცემა საქართველოსთვისაც შეგიძლიათ.

მნიშვნელობა არ აქვს, სად ცხოვრობთ. ონლაინ ხმის მიცემა გაგრძელდება დღეს, კონკურსის დაწყებამდე და 15 წუთით განახლდება მას შემდეგ, რაც ყველა კონკურსანტი იმღერებს. საქართველოს სახელით საკონკურსო ქულებს „რანინას“ ერთ-ერთი მონაწილე, ანასტასია გარსევანიშვილი გამოაცხადებს.