მარინა ბერიძე "მხოლოდ ქართულის" ჟიურიში აღარ იქნება
მარინა ბერიძე "მხოლოდ ქართულის" ჟიურიში აღარ იქნება

A+ A-

18:32 24/11/2019

ტელეკომპანია “მთავარ არხზე“ ხვალ მეგა-შოუ “მხოლოდ ქართული“ იწყება. გასული სეზონებისგან განსხვავებით, მესამე სეზონი თბილისში არ გაიმართება. ამჟამად “მხოლოდ ქართული“ კახეთში, კერძოდ სასტუმრო “ამბასადორში“ ჩატარდება, აქვე იცხოვრებენ კონკურსის მონაწილეებიც. ცვლილებაა ასევე ჟიურის შემადგენლობაში, მარინა ბერიძემ ჟიურის სკამიდან გადაცემის პროდიუსინგში გადაინაცვლა.

„ძალიან საინტერესო ცვლილებები გვაქვს. "მხოლოდ ქართული“ პირველი მეგა შოუ იქნება საქართველოს მუსიკალური შოუების ისტორიაში, რომელიც დედაქალაქში არ ჩატარდება. ყველა ლაივი და კონცერტი იქნება კახეთში, კაჭრეთში. კონკურსანტები იცხოვრებენ სასტუმრო  "ამბასადორში”. კონკურსის მონაწილეები იქვე მოემზადებიან და ლაივებიც, კონცერტებიც იქნება სასტუმრო ,,ამბასადორიდან”.

კიდევ რაც ძალიან საინტერესოა, ის არის, რომ პარასკევს, შაბათს და კვირას საღამოს ეთერში დაემატება ე.წ. დღიურები, სადაც მაყურებელს შეეძლება, ნახოს, ჩვენი კონკურსანტები რას აკეთებენ, როგორ მუშაობენ, როგორ ერთობიან, როგორ ისვენებენ, როგორ მეცადინეობენ. ჟიურიში ვიქნებით მე, გიორგი გაბუნია, სოფო ნიჟარაძე, ლელა წურწუმია. მარინა ბერიძე ჟიურიში აღარ იქნება, რადგან პროდიუსინგში გადადის, ფაქტობრივად მისი გასაკეთებელი იქნება  "მხოლოდ ქართულის“ მუსიკალური ტურები“, - განაცხადა გიორგი უშიკიშვილმა.

წყარო: ჟურნალი სარკე