ლექს-სენი ისრაელში დაიჭირეს
ლექს-სენი ისრაელში  დაიჭირეს

A+ A-

16:10 25/11/2019

ცნობილი ქართველი რეპერი ლექსო ქავთარაძე, იგივე “ლექს- სენი” სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც ისრაელში ყოფნის დროს თავს გადამხდარ ამბავს ჰყვება. მომღერალი ისრაელში წასვლის მსურველებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

“ადამიანებო, მეგობრებო, ვინც ჯერ კიდე ფიქრობს და გსურთ წასვლა ისეთ ტერორისტულ ქვეყანაში, როგორიც ისრაელია, გაითვალისწინეთ ჩემი რჩევა. საკუთარ თავზე გამოვცადე, არ წახვიდეთ არასდროს. იმიტომ რომ ვიღაცას არ მოეწონები სახეზე ან ჩაცუმლობაზე ან რამე საბუთი არ გექნება დამაჯერებელი, უბრალოდ პირდაპირ, მიზეზგარეშე გართმევენ ტელეფონს და სატუსაღო მანქანით გადაყავხარ ციხეში, სადაც კოშმარულად ექცევიან, განსაკუთრებით ქართველებს, ქართველ ქალებს და დედებს… ეს ვნახე საკუთარი თვალით, 2 დღე ჩაგვსვეს ციხეში, სადაც კოშმარული პირობებია, ვერ ჩამოვთვლი აქ. ეს არის სამხედრო ტერორისტული სახელმწიფო, ეს მათი უფლება და ნებაა, უბრალოდ გაითვალისწინეთ!”, - წერს რეპერი.