დემონსტრანტები ყინვაში დაარბიეს და სველი ტანსაცმლით საკნებში ჰყავთ გამოკეტილი - ვერა ქობალია
დემონსტრანტები ყინვაში დაარბიეს და სველი ტანსაცმლით საკნებში ჰყავთ გამოკეტილი - ვერა ქობალია

A+ A-

16:25 26/11/2019

საქართვველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ვერა ქობალია 26 ნოემბერს, გამთენიისას, სპეცრაზმის მიერ პარლამენტის წინ შეკრებილი მოქალაქეების დაშლას, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"მშვიდობიანი დემონსტრანტები ყინვაში, დილის 5:00 საათზე, წყლის ჭავლით დაარბიეს და ახლა გაყინულ საკნებში ჰყავთ გამოკეტილი. იმის საშუალებასაც არ აძლევენ, რომ სველი ტანსაცმელი გამოიცვალონ" - წერს ვერა ქობალია.

ცნობისთვის, პარლამენტის შენობის წინ აქციის დასაშლელად გამთენიისას სპეცრაზმი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. ამ დრომდე, პარლამენტის შენობის შესასვლელებთან შსს-ს სხვადასხვა დანაყოფები რჩებიან.