გაიცანით თბილისი - “კონდუქტორი“ იწყება
გაიცანით თბილისი  - “კონდუქტორი“ იწყება

A+ A-

17:01 26/11/2019

დღეს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო “2020NEWS“-ის ერთობლივი პროექტი „კონდუქტორი“ იწყება.

პროექტის მიზანი თბილისის უკეთ გაცნობაა - მისი ისტორიით, თვითმყოფადობით, გემოვნებით, სტილით....

პროექტის ფარგლებში დედაქალაქის მაცხოვრებლები და სტუმრები ბევრს გაიგებენ იმ ქუჩის თუ უბნების შესახებ, სადაც ცხოვრობენ, სადაც ხშირად დადიან, სადაც  სიამოვნებით ატარებენ დროს...

21-ე საუკუნის თბილისში უცვლელი მხოლოდ მისი კოსმოპოლიტური ბუნება დარჩა. აქ ბევრი რამ შეიცვალა და იცვლება ახლაც - ჩნდება ახალი უბნები, ახალი ქუჩები და სახეს და სახელებს იცლიან ძველი უბნები და ქუჩები. ეს პროექტი სასურველ ადგილამდე ადვილად და საინტერესოდ მისვლაში დახმარების მცდელობაა. პროექტი მოიცავს ყველა საინტერესო ადგილის, თითოეული გაჩერების, მნიშვნელოვანი ობიექტების და სხვა საინტერესო ინფორმაციის თავმოყრას.

დღეს წარმოგიდგენთ 2 ქუჩას გიორგი მიროტაძისა და კორნელი კეკელიძის ქუჩებს.

აფხაზეთის ომში დაღუპული საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი მიროტაძის შესახებ ანი მიროტაძე მოგიყვებათ. 

https://www.youtube.com/watch?v=r_41fMhZPyc

კორნელი კეკელიძის შესახებ კი - ეროვნული  ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე.

https://www.youtube.com/watch?v=gwOuc4KnvDY

ეტაპობრივად, ამ პროექტში ის ადამიანებიც ჩაერთვებიან, ვისი გვარის ქუჩაც არსებობს დედაქალაქში და შესაბამისად, ამ ქუჩების ისტორიებს წარმოადგენენ.